თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 76 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 3 892-ით.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 34 109 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საერთო ჯამში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 725 ადამიანია დაღუპული. ვირუსისგან 256 ადამიანი განიკურნა.