თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ​73 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ​73 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 73 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით თურქეთში 574 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3135-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი თურქეთში 27 069 შემთხვევაა გამოვლენილი.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში 20 065 ტესტი ჩატარდა.