თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 233 851 შეადგინა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი ვერ დაძლია 19-მა პაციენტმა. ინფექციას თურქეთში სულ 5747 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. ამის მიზეზად ფაჰრეთინ კოჩამ მუსლიმთა რელიგიური დღესასწაულის, ყურბან ბაირამის დროს სოციალური დისტანციის დაუცველობა და სხვა ზომების უგულებელყოფა დაასახელა.