თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 17 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 226 100 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 5613 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან, საერთო ჯამში, 209 487 პაციენტი განიკურნა.