თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილთ რაოდენობამ 4369-ს მიაღწია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 157 814 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღემდე განკურნება შეძლო 120 000-ზე მეტმა კოვიდინფიცირებულმა.

დატოვე კომენტარი