თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 68 პაციენტი გარდაიცვალა, 1 202 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 304 610 შემთხვევა. გარდაიცვალა 7 574 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 268 ათასზე მეტი პაციენტი.

1500-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.