თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 49 პაციენტი გარდაიცვალა, 1 211 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 274 943 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 511 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 248 087 პაციენტი. 1 041 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.