თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 116 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 116 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

თურქეთში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 1 116 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 61 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 302 867 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, 266 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 506 გარდაიცვალა.