თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 205 758 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 180 680 უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5,225-ს აღწევს.