თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 98
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 98

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 4 093 პაციენტს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 98 ადამიანი. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის სულ 61 049 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 296-ს შეადგენს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსისგან 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამგვარად, განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 3 957 შეადგინა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება.