თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1716 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

21:13, 14.09.2020

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1716 ადამიანს დაუდგინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 63 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქეთის საავადმყოფოებში მყოფი 1301 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1225 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსი დაძლია, საერთო ჯამში, 260 ათასზე მეტმა პირმა.

მსგავსი