თურქეთში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა
თურქეთში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთის ქალაქ კაისერის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა შელაპარაკების დროს თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი, თვითმკვლელობა სცადა.

ინფორმაციას თურქული ტელეარხი „ჰაბერთურქი“ ავრცელებს.

თვითმხილველთა განცხადებით, სამართალდამცველმა კოლეგას სამჯერ ესროლა, შემდეგ კი, თვითდაზიანება მიიყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. უთანხმოების მიზეზი ჯერ უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.