თურქეთში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მუღლას პროვინციაში, მარმარისიში, 61.4 კმ-ის სიღრმეში იყო.

ბიძგები ადგილობრივი დროით 20:43 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დატოვე კომენტარი