თურქეთში 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

01:26, 11.01.2021

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ბიძგების სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ანკარაში, კალეჯიკის რაიონში იყო.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:53 საათზე, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბიძგები მთელი ქალაქის მასშტაბით იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი