თურქეთში 17 საფეხბურთო ფუნქციონერი დააკავეს საკუთარ კლუბებზე ფსონების გამო #1TVSPORT

15:25, 21.07.2026

თურქეთში პროფესიული საფეხბურთო კლუბების 17 ხელმძღვანელი დააკავეს საკუთარი გუნდების მატჩებზე ფსონების გამო.

გაზეთ Daily Sabah-ის ინფორმაციით, გამომძიებლებმა შეისწავლეს ოფიციალური საბუკმეიკერო პლატფორმების მონაცემები 2020-26 წლების პერიოდში. შედეგად გამოავლინეს 19 ადამიანი, რომლების ფსონებს აკეთებდნენ იმ დროს, როცა კლუბებში წამყვანი თანამდებობები ეკავათ.

პროკურატურის ვერსიით, ფუნქციონერები ფსონებს ჩადიოდნენ მეტოქეების მოგებაზე, გატანილი გოლების რაოდენობაზე და ინდივიდუალურ მოქმედებებზე საკუთარი გუნდების ფეხბურთელების მონაწილეობით. ფსონები იდებოდა ლეგალურ საბუკმეიკერო პლატფორმებზე.

ეჭვმიტანილთა შორის არიან „ბეშიქთაშის“, „გალათასარაის“, „ადანის“, „გეჩლერისა“ და სხვა კლუბების წარმომადგენლები. ყველაზე მეტი ფსონი ჰქონდა „ბეშიქთაშის“ ორ ფუნქციონერს – თოლგა ქირგიზს (1488 ფსონი) და ქერემ გიურელს (996).

მსგავსი