თურქეთსა და რუსეთს შორის ფრენები განახლდება
თურქეთსა და რუსეთს შორის ფრენები განახლდება

თურქეთი და რუსეთი ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ფრენები 15 ივლისიდან აღდგება. 13 ივლისს თურქულმა ავიაკომპანიამ, „თურქიშ ეარლაინსმა“ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან კვირაში 14 რეისის შესრულებას გეგმავს მოსკოვში, ორი აგვისტოდან კი, კვირაში ხუთი რეისის შესრულებას აპირებს სანქტ-პეტერბურგში.

თურქული ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს ყაზანში, როსტოვში, სოჭში და კრასნოდარში. საერთაშორისო ფრენები ორ ქვეყანას შორის 27 მარტს შეწყდა.