თურქეთმა საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა
თურქეთმა საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა

​თურქეთმა საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტების პირველი გამოცდა განახორციელა. საუბარია „სომ ბ2“ ტიპის რაკეტებზე, რომელსაც ბეტონის თავშესაფრების განადგურება შეუძლია. ამის შესახებ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფრთოსანი რაკეტა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელობით, კომპანია „თუბითაკ საგეს“ ინჟინრების მიერ არის შემუშავებული.