თურქეთმა მარცვლეულის კრიზისთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის საკომუნიკაციო ხაზი ჩამოაყალიბა
თურქეთმა მარცვლეულის კრიზისთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის საკომუნიკაციო ხაზი ჩამოაყალიბა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ საკომუნიკაციო ხაზის ფორმირების ინიცირება მოახდინა მარცვლეულის კრიზისის დასაძლევად, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მარცვლეულით დატვირთული გემები ვერ ტოვებენ უკრაინის პორტებს, რამაც გამოიწვია სერიოზული სასურსათო კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და შავი ზღვის პორტების მიდამოებში მიმდინარე შეიარაღებული შეტაკებები.

თურქული მედია წერს, რომ გასულ კვირაში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა სატელეფონო საუბარი გამართა რუს და უკრაინელ კოლეგებთან. სამინისტროების ხელმძღვანელებს შორის დიალოგის ერთ-ერთი საკითხი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გაყვანა იყო.​ აკარის ინიციატივით ჩამოყალიბდა კომუნიკაციის „წითელი ხაზი“, რომელშიც შედიან სამი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენერლის რანგის წარმომადგენლები. უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ამ არხით შეუძლიათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ თურქეთს კრიზისის მოგვარების მიზნით.

დატოვე კომენტარი