თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საბერძნეთთან სადავო ტერიტორიაზე სეისმური კვლევების ჩასატარებლად ხომალდი გაგზავნა
თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საბერძნეთთან სადავო ტერიტორიაზე სეისმური კვლევების ჩასატარებლად ხომალდი გაგზავნა

თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბერძნეთთან სადავო ტერიტორიაზე სეისმური კვლევების ჩასატარებლად ხომალდი გაგზავნა. როგორც ანკარაში აცხადებენ, ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოების სამძებრო ოპერაცია საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოს სამხრეთ ნაწილში ჩატარდება.

თურქეთის მიერ საერთაშორისო შეტყობინებების სისტემა „ნავტექსით“ გავრცელებულ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ კვლევები 10-დან 23 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.

საბერძნეთი აღნიშნულ ტერიტორიას საკუთარ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს.

ამის გამო, ათენში პროტესტი გამოთქვეს და უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომა მოიწვიეს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქეთის ქმედებები „მდგომარეობას სერიოზულად დაძაბავს“ და ათენი პროვოკაციებს პასუხს გასცემს.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირში და მხარეებს კონფლიქტის დარეგულირებისკენ მოუწოდეს.

გასულ კვირაში საბერძნეთმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერს შეთანხმებას, რომლითაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადეს. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება თურქეთსა და ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას შორის გაფორმებულ ანალოგიურ ხელშეკრულებას.

დატოვე კომენტარი