თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს. თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებსა და პანდემიის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში რუსეთი და თურქეთი დაპირისპირებულ მხარეებს უწევენ დახმარებას.

ლიბიაში თურქეთი გაერო-სგან აღიარებულ მთავრობას უჭერს მხარს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი, ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვის.

სირიის ომში რუსეთი ქვეყნის ხელისუფლებას უწევს დახმარებას, თურქეთი კი, ამბოხებულ ოპოზიციას.

დატოვე კომენტარი