თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„პრეზიდენტებმა განიხილეს ისრაელის არაკანონიერი თავდასხმები ღაზაზე“, – ნათქვამია თურქეთის ხელისუფლების განცხადებაში.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იბრაჰიმ რაისმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მიზნით გადადგმული შესაძლო ნაბიჯებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ.

„ერდოღანმა ხაზი გაუსვა მუსლიმური სამყაროს, განსაკუთრებით, თურქეთისა და ირანის მნიშვნელობას პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის სისასტიკის წინაშე ერთიანი პოზიციის დაკავებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა და თეირანი გააგრძელებენ ერთად მუშაობას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები თურქეთში დაგეგმილი თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მომზადებისა და დღის წესრიგის შესახებ.