თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ დავიცავთ მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გავუშვებთ, ჩვენ არ გვინდა ომი შავ ზღვაში
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ დავიცავთ მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გავუშვებთ, ჩვენ არ გვინდა ომი შავ ზღვაში

ჩვენ დავიცავთ მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გავუშვებთ, ჩვენ არ გვინდა ომი შავ ზღვაში, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარიმ განაცხადა.

შავ ზღვაში აღმოჩენილ ნაღმებთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნაღმები რუსული წარმოებისაა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელმა ქვეყანამ დატოვა ნაღმები წყალში.

„ეს ნაღმები შესაძლოა, დატოვეს გეგმის ფარგლებში, რომ ნატო-ს ნაღმოსანი ტრაილერები შემოსულიყო და თურქეთზე ზემოქმედება მოეხდინათ. ჩვენ გვაქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 400 ნაღმია, მაგრამ ეს სრული საიდუმლოა. რაოდენობა უცნობია. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ სხვა ქვეყნები. ვესაუბრეთ ბულგარეთისა და რუმინეთის ხელისუფლებას. ისინი ასევე ატარებენ კვლევებს“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.