თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევფრატის აღმოსავლეთით კონტრტერორისტული ოპერაცია იწყება
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევფრატის აღმოსავლეთით კონტრტერორისტული ოპერაცია იწყება

ევფრატის აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთმა მზადება დაასრულა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჰულუსი აკარის თქმით, საჭირო დროს სირიის ქალაქ მანბიჯში და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყება.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან.

ოფიციალური ანკარა სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების ყოფნას ეწინააღმდეგება და ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უწოდებს.

2016-2018 წლებში, თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთში ორი სამხედრო ოპერაცია, „ევფრატის ფარი“ და „ზეთისხილის რტო“ ჩაატარა.