თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის 44 პროვინციაში 197 ტყის ხანძრიდან 186 კონტროლის ქვეშაა მოქცეული

00:27, 06.08.2021

თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაქდემირლისა და შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პაქდემირლის განცხადებით, 28 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდში თურქეთის 44 პროვინციაში 197 ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელთაგან 186 კონტროლქვეშაა მოქცეული.

მინისტრის თქმით, მოცემულ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები 12 ხანძრის ლოკალიზებაზე მიმდინარეობს.

მსგავსი