თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი – მოძმე აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც გულწრფელად ვულოცავ
ანკარა აზერბაიჯანის შეთანხმებას სომხეთთან და რუსეთთან, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები სრულდება, მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„მოძმე აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდასთან. გულწრფელად ვულოცავ ამ წარმატებას“, – წერს ჩავუშოღლუ.