თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით

თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, სირიის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებისდაგვარად სწრაფად გეგმავს – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, სირიიდან აშშ-ის სამხედროების გასვლასთან დაკავშირებით, ანკარა ვაშინგტონთან კოორდინირებულად იმოქმედებს, რომ სირიის ჩრდილოეთში სახელისუფლებო ვაკუუმი არ წარმოიქმნას.

„თუ თურქეთი ამბობს, რომ სირიაში შედის, მაშინ ეს ასეც იქნება და ვაშინგტონთან კოორდინირებულად იმოქმედებს. გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთის პრეზიდენტმა 12 დეკემბერს თქვა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.