თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს თურქეთისთვის ღირებულება არ გააჩნია და არც შედეგი ექნება
თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს თურქეთისთვის ღირებულება არ გააჩნია და არც შედეგი ექნება

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს თურქეთისთვის ღირებულება არ გააჩნია და არც შედეგი ექნება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

თურქეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ჰამი აკსოის თქმით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხებთან დაკავშირებით საფრანგეთმა ნეიტრალიტეტი დაკარგა და სტაბილურობის ხელშესაწყობად შესაძლებლობა აღარ აქვს.

აკსოის განცხადებით, საფრანგეთმა ვერ შეძლო შედეგების მიღება თავისი პოლიტიკისგან და მომავალშიც ვერ შეძლებს რაიმე შედეგის მიღებას. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს საკუთარი თავის განდიდება და მიჰყვეს გონივრულ და რაციონალურ პოლიტიკას.

თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა და სანქციები მოითხოვა.