თურქეთის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები უსაფრთხოდ არიან, მობილიზებულია მხარდაჭერა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის
თურქეთის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები უსაფრთხოდ არიან, მობილიზებულია მხარდაჭერა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის

თურქეთი მწუხარებით ადევნებს თვალს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და ირანის სხვა ოფიციალური პირები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. ჩვენ საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით ირანის მოძმე ხალხს. მობილიზებულია ყველა საჭირო მხარდაჭერა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.