თურქეთის საგარეო უწყება - ვგმობთ აშშ-ის მიერ კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნას
თურქეთის საგარეო უწყება - ვგმობთ აშშ-ის მიერ კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნას

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 2020 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების გაფართოებას კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნის შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებლობას და ნეგატიურად აისახება კვიპროსის საკითხის დარეგულირების ძალისხმევაზე.

„ეს გამოიწვევს შეიარაღების რბოლას კუნძულზე, რაც დააზარალებს მშვიდობასა და სტაბილურობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ანკარა მოუწოდებს აშშ-ს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართებაში.

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კვიპროსის რესპუბლიკას 2023 წლისთვის თავდაცვითი სავაჭრო შეზღუდვები მოუხსნა.