თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები არის ისეთივე მყარი, როგორც წარსულში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები არის ისეთივე მყარი, როგორც წარსულში

ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არის ისეთივე მყარი, როგორც წარსულში, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ჩვენი დასავლელი მეგობრებიდან ბევრი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ველოდებით, რომ მაკრონის განცხადებები პრეზიდენტის დონესთან შესაბამისობაში უფრო მეტად იქნება. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები მყარია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს. მაშასადამე, ასეთი განცხადებები არაკორექტულია“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაბომბვებით დასავლეთმა სირიის საკითხზე რუსეთსა და თურქეთის გაყოფა გამოიწვია, რადგან თურქეთმა ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და დასავლეთის ოპერაციას მხარი დაუჭირა.