თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო რუსო მეგობრებო, თქვენ დგახართ მონტაჟების, შეთქმულებების, დიფ ფეიკ კონტენტისა და ჩანაწერების უკან, რომლებიც გუშინ ამ ქვეყანაში გამჟღავნდა. თუ 15 მაისის შემდეგ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება გსურთ, თურქეთის სახელმწიფოსგან ხელები შორს დაიჭირეთ“, – წერს ქილიჩდაროღლუ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მუჰარემ ინჯე არჩევნებს გამოეთიშა და აღშფოთება გამოთქვა დისკრიმინაციული კამპანიის გამო, რომელიც მის წინააღმდეგ აგორდა.