თურქეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა
თურქეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

სულეიმან სოილუმ თანამდებობიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში კომენდანტის საათის მოულოდნელად შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, მის ამ ნაბიჯს კი სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები მოჰყვა, რამაც ინფიცირების რისკი გაზარდა.

სულეიმან სოილუს განმარტებით, კომენდანტის საათის დაწესებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და ამის გამო სურდა თანამდებობის დატოვება.