თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიას მოუწოდა, ფეთჰულა გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს
თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიას მოუწოდა, ფეთჰულა გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს, ფეთჰულა გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. „ჩვენი უპირველესი მოლოდინია, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში პასუხისმგებლობას გიულენის ორგანიზაციას დააკისრებს, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა“, – დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში.

გერმანიამ თურქეთის წინადადება ერთხელ უკვე უარყო და დამატებითი მტკიცებულებები მოითხოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტატიაში თურქეთ-გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და პრობლემების განეიტრალების ინიციატივით გამოვიდა.

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში თურქული წარმოშობის სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გერმანიის მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობის სავარაუდო ორგანიზატორებისთვის თავშესაფრის მიცემამ, ანკარას გაღიზიანება გამოიწვია. გერმანიაში თურქეთის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტი იწყება. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ქალაქ კიოლნში მეჩეთს გახსნის.