თურქეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ყარაბაღის კონფლიქტზე ვიდეოკონფერენცია გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ყარაბაღის კონფლიქტზე ვიდეოკონფერენცია გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ყარაბაღის კონფლიქტზე ვიდეოკონფერენცია გამართეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანგელა მერკელს უთხრა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთმა აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია უნდა დაასრულოს და კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია გაერო-ს რეზოლუციების შესრულება.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება. თურქეთის პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას უთხრა, რომ ევროკავშირის ბოლო სამიტზე საბერძნეთი და კვიპროსი ევროკავშირს აშანტაჟებდნენ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ბოროტ ინტერესებს მთელი ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინტერესები არ უნდა შეეწიროს. მერკელის და ერდოღანის ვიდეოკონფერენციასთან დაკავშირებით, გერმანიას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.