თურქეთის პრეზიდენტი - რუსეთი ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილს ტერორისტებისგან თავად გაწმენდს
თურქეთის პრეზიდენტი - რუსეთი ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილს ტერორისტებისგან თავად გაწმენდს

რუსეთი ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტებისგან გაწმენდს, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

„თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ტერიტორია ტერორისტებისგან 150 საათში თუ არ გაიწმინდება, მაშინ ჩვენ თავად მივხედავთ ამ სიტუაციას და გაწმენდით სამუშაოებს თავად ჩავატარებთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რუსეთმა უკვე გააფრთხილა ქურთი მებრძოლების თავდაცვითი რაზმების წევრები, რომ თუ ისინი სოჭის შეთანხმებაში გაწერილი ტერიტორიის დათქმულ ვადაში დატოვებას ვერ შეძლებენ, მაშინ მათ თურქეთის არმია დაუპირისპირდება.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი. როგორც თურქეთის ლიდერმა თქვა, ბრიუსელმა სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად დაპირებული ექვსი მილიარდი ევროს მხოლოდ ნახევარი გადაურიცხა ანკარას.

„თუ ევროკავშირი ლტოლვილთა დაბრუნების თურქეთის მიერ შეთავაზებულ გეგმას ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს, მაშინ ანკარა საზღვრებს გახსნის და ისინი ევროპაში წასვლას შეძლებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი