თურქეთის პოლიცია საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ატარებს
თურქეთის პოლიცია საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ატარებს

თურქეთის პოლიცია სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ატარებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ადგილზე იმყოფება კრიმინალისტების ხუთი მანქანა და ათობით გამომძიებელი.

სწორედ საუდის არაბეთის საკონსულოა ის ადგილი, სადაც 2 ოქტომბერს გაუჩინარებული ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი უკანასკნელად ნახეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოში მოკლეს.

ჟურნალისტი, რომელიც გამოცემა The Washington Post-თან თანამშრომლობდა, საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ხაშოგი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თურქეთის მოქალაქესთან ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად იყო მისული. საცოლე მას გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა ხაშოგი არ გამოჩენილა.