თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში თურქული ჯარების კიდევ ორი წლით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო
თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში თურქული ჯარების კიდევ ორი წლით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში თურქული ჯარების კიდევ ორი წლით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული შუამდგომლობით, თურქი სამხედროები ჩრდილოეთ ერაყსა და ჩრდილოეთ სირიაში სასაზღვრო ზონაში ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩაატარებენ, ასევე გაგრძელდება ლიბანის სამშვიდობო მისიაც.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მმართველმა „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ და ოპოზიციურმა – „კარგმა“ პარტიამ. შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს მთავარმა ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ და „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“.