თურქეთის ნაკრებს უეფასგან სანქციები ემუქრება
თურქეთის ნაკრებს უეფასგან სანქციები ემუქრება

თუ როგორი ფორმით აღნიშნეს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთის კარში გატანილი გოლი, „უეფას“ გამოძიების საგანი გახდება.

საქმე ისაა, რომ თურქმა ფეხბურთელებმა გატანილი გოლი ანკარის ჯარების მიერ სირიელი ქურთების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდასაჭერი სამხედრო მისალმებით აღნიშნეს.

„უეფას“ რეგლამენტის თანახმად, სტადიონზე პოლიტიკური, რელიგიური და ზოგადად შეურაცხმყოფელი მოქმედებები აკრძალულია. თურქეთის ნაკრებმა „უეფასგან“ შესაძლოა მკაცრი სანქციები მიიღოს.