თურქეთის ნაკრების მეკარის და ქართველი მწვრთნელის უცნობი კონფლიქტი - არველაძეს „ტრაბზონის“ პერიოდი გაახსენეს
თურქეთის ნაკრების მეკარის და ქართველი მწვრთნელის უცნობი კონფლიქტი - არველაძეს „ტრაბზონის“ პერიოდი გაახსენეს

გერმანიაში არსებულმა თურქული დიასპორის გამოცემა „გაზეტეფუტბოლმა“ შოთა არველაძეს ინტერვიუ ჩამოართვა და ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი ისტორია გაახსენა.

შოთა არველაძე „ტრაბზონსპორის“ ლეგენდაა, კარიერის დასრულების შემდეგ კი გუნდს მთავარი მწვრთნელის როლში ჩაიბარა. მაგრამ ეს მის სამწვრთნელო პრაქტიკაში ყველაზე უსიამოვნო და ხანმოკლე პერიოდი იყო. ქართველმა სპეციალისტმა გუნდი 2015 წლის 3 ივლისს ჩაიბარა, პოსტი კი ხუთ თვეში, 2015 წლის 11 ნოემბერს დატოვა.

გაზეტეფუტბოლმა“ არველაძეს ეს პერიოდი გაახსენა, სადაც მას გუნდის კაპიტანთან, თურქეთის ნაკრების მეკარე ონურ კივრაკთან კონფლიქტი მოუვიდა, რადგან ფორმაში არ იყო და მის კონკურენტს ათამაშებდა.

ონურს „ტრაბზონსპორი“ ძალიან უყვარდა და გუნდში ცხრა სეზონზე მეტი გაატარა. იყო პერიოდები, როდესაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. როგორც ადამიანი, მე მასთან პრობლემები არ მქონია. თუ მოთამაშე კლუბში 10 წელია, მას შეუძლია საკუთარ თავს რაღაცების უფლება მისცეს. მაგრამ ჩემი მისვლამდე ერთი წლით ადრე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. შემდეგ მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა. ასე სამჯერ შეემთხვა. ჩემი დათხოვნის შემდეგ მასთან არც მილაპარაკია. მისი საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, ის თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მაგრამ იმ პერიოდში ონურის ცუდი თამაში პრობლემებს მე და გუნდს გვიქმნიდა. ახლა ძნელია, მაშინდელი ვითარების სრულად ახსნა. მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს. მას კარი საიმედოდ უნდა შეენახა და გუნდის წარმატებების და გამარჯვებების გარანტი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ეს არ გამოსდიოდა“ – გაიხსენა შოთა არველაძემ.