თურქეთის ნაკრები თბილისში ჩამოდის - გუნდი საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს #1TVSPORT
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან 4 სექტემბერს გასამართ შეხვედრამდე მზადება დახურული ვარჯიშით განაგრძო.
გუნდმა მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით ივარჯიშა. პროცესს შეუერთდნენ ჰაკან ჩალჰანოღლუ, მერიჰ დემირალი და იუსუფ აკჩიჩეკი, რომლებიც გუშინდელ ვარჯიშში არ მონაწილეობდნენ.
თურქეთის ეროვნული ნაკრების დელეგაცია თბილისში სტამბოლის აეროპორტიდან 3 სექტემბერს, 16:00 საათზე გამოემგზავრა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა და პირველი გუნდის ფეხბურთელი პრესკონფერენციას სტადიონზე 20:00 საათზე გამართავენ.