თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იმსჯელებენ
თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იმსჯელებენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაცია იქნება.

გავრცელებული, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება.

შეგახსენებთ, სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადებიან აშშ-ში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ოფიციალურ ანკარას არაერთხელ მოუწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტოს სირიის ჩრდილოეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია.