თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია

თურქეთში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა, სტამბოლი, იზმირი და ბურსა, აღმოსავლეთ პროვინციებთან ერთად, მაღალი რისკის ზონებად რჩება.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 273 300-ს აჭარბებს. მათ შორის, ვირუსს 6462 ადამიანი ემსხვერპლა.