თურქეთის ისტორიული ოქრო ბაჰამის კუნძულებზე
თურქეთის ისტორიული ოქრო ბაჰამის კუნძულებზე

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ბილალ ცილოღლუმ (73 კგ.) მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში მან იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

20 წლის სპორტსმენმა ცუკამოტო რიოს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. პირველი ვაზა-არი იაპონელმა მოიპოვა, თუმცა ცილოღლუმ ანგარიში გაათანაბრა და დამატებით დროში იმავე ილეთით მოიგო.

ეს თურქეთისთვის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია.

თურქეთის ნაკრების მწვრთნელები ირაკლი უზნაძე და დავით ასუმბანი არიან.

ბრინჯაოს მედალი მარკარიანმა მოიპოვა, რომელმაც ბოლო დაპირისპირებაში მოლდოველი ვიქტორ სტერპრუ დაამარცხა. ბერძენმა ძიუდოისტმა დაპირისპირება შესანიშნავი სეოი-ოტოშით მოიგო და საკუთარ ქვეყანას ბაჰამებზე პირველი მედალი მოუტანა.

მეორე ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ყაზახმა ჟანბოლატ ბაგტერგენოვმა, რუს გამოსოვთან ბრძოლაში მოიპოვა.