თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის პოსტზე არდა თურანის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

18:38, 10.10.2026

ვნჩენცო მონტელას გათავისუფლების შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არდა თურანის კანდიდატურას განიხილავს, – ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ამჟამად 39 წლის სპეციალისტი დონეცკის „შახტარს“ უდგას სათავეში. მანამდე კი ის მშობლიურ ჩემპიონატში „ეიუპსპორს“ წვრთნიდა.

მონტელამ თურქეთის ეროვნული გუნდი 2023 წლის სექტემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 21 გამარჯვებით, 5 ფრით და 14 წაგებით დასრულდა. იტალიელმა თურქები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 2026 წლის მუნდიალზე გაიყვანა, თუმცა ბოლო 7 თამაშიდან მისი გაწვრთნილი თურქეთის ნაკრები 6-ში დამარცხდა.

მსგავსი