თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყანაში ტყის ხანძრებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელა
თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყანაში ტყის ხანძრებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც სამსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ექვსპუნქტიანი წერილობითი განცხადება გაკეთდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე ტყის ხანძრები იყო. გარდა ამისა, განიხილეს რიგი რეგიონული საკითხებიც.

არსებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო დაძაბულობაზეც იმსჯელეს და სომხურ მხარეს მოუწოდეს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და განავითაროს თანამშრომლობა რეგიონის სახელმწიფოებთან.