თურქეთის ჩემპიონატში დემბა ბას ბოთლი ესროლეს, ტრიბუნები კი ცარიელი იყო
თურქეთის ჩემპიონატში დემბა ბას ბოთლი ესროლეს, ტრიბუნები კი ცარიელი იყო

თურქეთის ჩემპიონატის მატჩში „ბაშაქშეჰირსა“ და „ანკარაგიუჯუს“ შორის, სტამბოლური კლუბის ფორვარდს, დემბა ბას ბოთლი ესროლეს, არადა, მატჩი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობდა.

წყლიანი ბოთლი 35 წლის ფეხბურთელს მაშინ ესროლეს, როცა ის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ბოთლი ბას ფეხში მოხვდა.

„დემბას მსუბუქი ტრავმა აქვს. მას, ვინც ეს გააკეთა, პოლიცია იპოვნის. სამწუხაროა და ამავროულად, სახალისო, რომ ეს მოხდა უმაყურებლო თამაშზე“,, – განაცხადა „ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელმა, ოქან ბურუქმა.

„ბაშაქშეჰირმა“ ეს შეხვედრა 2:1 მოიგო. ეს გუნდი 28 ტურის შემდეგ ლიდერობს ჩემპიონატს, თუმცა „ტრაბზონს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.