თურქეთი შავ ზღვაში პირველ ღრმა საძიებო-ბურღვით კვლევას იწყებს
თურქეთი შავ ზღვაში პირველ ღრმა საძიებო-ბურღვით კვლევას იწყებს

თურქეთი შავ ზღვაში პირველ ღრმა საძიებო-ბურღვით კვლევას იწყებს. თურქული მედიის ცნობით, ბურღვითი შესაძლებლობებით აღჭურვილი გემი „ფატიჰი“ სტამბოლის ჰაიდარფაშას პორტიდან უკვე გავიდა და ტრაბზონში პირველ ივნისს ჩავა.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ოფშორული საძიებო კვლევების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

თურქული გემი შავ ზღვაში პირველ საძიებო-ბურღვით სამუშაოებს „ტუნა 1“-ის ზონაში ივლისის შუარიცხვებიდან დაიწყებს.

„ჩვენი ორი სეისმური და ორი საბურღი ხომალდი განაგრძობს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მუშაობას სრული მოცულობით. შავ ზღვაში „ფატიჰის“ გაცურვამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაპრალის შევსების საშუალება მოგვცა“, – აღნიშნა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი