თურქეთი მოუწოდებს აშშ-ს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებს
თურქეთი მოუწოდებს აშშ-ს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებს

თურქეთი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას დააზიანებს. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჰამი აკსოის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ С-400-ის შეძენასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება არ ემთხვევა დიდი ოცეულის სამიტზე ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის ატმოსფეროს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ის პირობები, რამაც თურქეთი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენამდე მიიყვანა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

აკსოის თქმით, დიდი ოცეულის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციები თურქეთს არასამართლიანად ექცეოდნენ.