თურქეთი კოსოვოს მოუწოდებს, იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე უარი თქვას
თურქეთი კოსოვოს მოუწოდებს, იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე უარი თქვას

თურქეთი კოსოვოს მოუწოდებს, იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე უარი თქვას. როგორც თურქეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ანკარა მწუხარებას გამოთქვამს, რომ კოსოვო ასეთ ნაბიჯს განიხილავს, რასაც თურქეთი „საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად“ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს პრეზიდენტმა ისრაელის საელჩოს იერუსალიმში გახსნის შესახებ განცხადება გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რა დროსაც სერბეთი და კოსოვო ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.