თურქეთი გერმანიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
თურქეთი გერმანიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

თურქეთი გერმანიას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ქალაქ კელნში პრო-ქურთულ ოპოზიციურ პარტიას აქციის ჩატარების ნება დართო. იმ დროს, როდესაც გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ სააგიტაციო აქციაზე საგანგებოდ ჩასული თურქი მინისტრები არ დაუშვა.

გამოცემა The Rheinische Post-ის ინფორმაციით, კელნის პოლიციამ დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ორი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ მისცა, სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ შესაძლოა, სცენა წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოეყენებინათ.

გერმანიაში, თურქი წარმოშობის 3 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს.